LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროფკავშირების 15 სექტემბერის ყრილობაში მონაწილე დელეგატთა ვინაობა არ გასაჯაროვდება

62

პროფკავშირების გაერთიანების სხვადასხვა დარგის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, 15 სექტემბერს ყრილობაში მონაწილე დელეგატთა ვინაობა არ გასაჯაროვდება.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საჯარო მოხელეთა პროფკავშირების ხელმძღვანელმა, ნუგზარ ჭინჭარაულმა, განაცხადა, დელეგატებზე სავარაუდო ზეწოლის თავიდან ასაცილებლად, ისინი დელეგატთა ვინაობას არ გაასაჯაროვებენ.

„დათო ოქიტაშვილს საშუალება ჰქონდა, თავის დროზე დარგის ხელმძღვანელებისთვის ეთხოვა დელეგატების ვინაობის გამხელა, თუმცა ახლა ეს დაგვიანებულია. ბოლო რამდენიმე თვეა, ის გამგეობის სხდომებს არ დასწრებია, 40 გამგეობის სხდომიდან მხოლოდ 20-ზეა ნამყოფი. შესაბამისად, ვერ ექნებოდა ინფორმაცია დეტალებზე, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. ახლა კი ყველა ეს პროცესი დამთავრებულია. ამას თავისი არტგუმენტიც აქვს, არის შანსი, რომ დელეგატებზე ზეწოლა განხორციელდეს და ეს ყველაფერი დელეგატების უსაფრთხოების დაცვის მიზნიდან გამომდინარეობს,“ – განაცხადა ჭინჭარაულმა.

შეგახსენებთ, რომ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, დათო ოქიტაშვილმა, პროფკავშირების გამგეობებს დელეგატთა სიების გასაჯაროვების მოთხოვნით მიმართა. ახალი თავმჯომარე ყრილობაზე 15 სექტემბერს უნდა აირჩიონ, პროცესში მონაწილეობას 22 დარგის 225 დელეგატი მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები