LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა მაკა ჩიჩუას ძმასთან საპროცესო შეთანხმების უარყოფის მიზეზებს განმარტავს

132

პროკურატურა პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას, ძმისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

მთავარი პროკურატურის განმარტებით, პირველი ლედის ძმა არაერთგზის არის ნასამართლევი, მათ შორის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. ამასთანავე, მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმით დგინდება, რომ მგალობლიშვილი სასროლად ვარგის ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას ინახავდა.

„მიხეილ  მგალობლიშვილი წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი, მათ შორის ისეთი ძალადობრივი დანაშაულისთვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში. მიხეილ მგალობლიშვილი სასამართლო განხილვებისას აცხადებდა, რომ იარაღები იყო გარდაცვლილი მამის დანატოვარი და წარმოადგენდა რელიქვიას, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იგი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა BROWNING-ის კონსტრუქციის იარაღს, ერთი მჭიდით და ერთი ვაზნით. ასევე, სახლში ინახავდა BERETTA-ს იარაღს. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ამოღებული იარაღები  ვარგისია სროლისთვის, ხოლო ამოღებული ვაზნა  ვარგისია გამოსაყენებლად. პროკურატურა მიზანშეუწონლად მიიჩნევს ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას,“  – განაცხადეს პროკურატურაში.

პირველი ლედის ძმას მიხეილ მგალობლიშვილის თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 2017 წლის აპრილში გამოუტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები