LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა მამა გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

32

„დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პროკურატურა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, კვალიფიკაციის ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს,“ – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში განაცხადეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 5 სექტემბერს განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენაშენახვაში ბრალდებული, გიორგი მამალაძე, დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18.108- მუხლითა და 236- მუხლის მე-2 ნაწილით და განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი მამალაძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109- მუხლის მესამე ნაწილის ,,ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), საქართველოს პროკურატურა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, კვალიფიკაციის ნაწილში, კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, – აცხადებენ პროკურატურაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები