LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ 51-ე სკოლასთან მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუზუსტა

30

პროკურატურამ თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ არასრულწლოვნების განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუზუსტა.

ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში, .თბილისის 51- საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს და ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ერთ-ერთი მოსწავლე დახმარებისთვის ნათესავს  დაუკავშირდა, რომელიც მეგობრებთან ერთად 51- საჯარო სკოლასთან მივიდა. სკოლასთან ასევე შეიკრიბნენ სხვა დაპირისპირებული არასრულწლოვნები. დაპირისპირებულმა მხარეებმა .ხორავას ქუჩა 4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც მოზარდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს არასრულწლოვნებმა ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით, კიდევ ერთ არასრულწლოვანს სხეულის სხვადასხვა მიდამოში დანების გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად სკოლის მოსწავლე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოსწავლე საავადმყოფოში გარდაიცვალა მეორე დღეს.

დაკავებულ არასრულწლოვნებს თავდაპირველად ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109- მუხლის მეორე ნაწილისქვეპუნქტით წარედგინათ, ხოლო გამოძიების მიერ მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე 2017 წლის 27 დეკემბერს ბრალდებულებს ბრალი დაუზუსტდათ. ერთ-ერთს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109- მუხლის მეორე ნაწილისდაქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილისქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ასევე ორი ან მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო მეორესსაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109- მუხლის მეორე ნაწილისდაქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,“ – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები