LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს თქვენი მონაწილეობა თაღლითურ დანაშაულში – სამადაშვილი ბახტაძეს

29

„მიგვაჩნია, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა აღძრას საქმე და გამოიძიოს თქვენი მონაწილეობა თაღლითურ და შესაძლოა, ასევე ძალიან მძიმე დანაშაულში,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პარლამენტში, პრემიერმინისტრობის კანდიდატთან კითხვა-პასუხის ეტაპზე განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, საქმე ეხება თავად მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„გუშინ თქვენ ჩვენს ფრაქციასთან შეხვედრაზე დაადასტურეთ, რომ მიიღეთ მონაწილეობა თაღლითურ სქემაში, რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას არსებული კანონის გვერდის ავლით და შესაძლოა, ასევე მიიღეთ მონაწილეობა, სავარაუდოდ, უკანონო შემოსავლების გათეთრების სქემაში.

„დაწყებული არის უკვე შესაბამისი მოკვლევა ამ საკითხზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოითხოვეს შესაბამისი ინფორმაცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა აღძრას საქმე და გამოიძიოს თქვენი მონაწილეობა თაღლითურ და შესაძლოა, ასევე ძალიან მძიმე დანაშაულში, რომელიც ისჯება 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით, თუ ეს ასევე უკავშირდებოდა ფულის გათეთრების სქემას.

„მაინტერესებს, აპირებთ თუ არა ითანამშრომლოთ გამოძიების პროცესთან,“ – მიმართა სალომე სამადაშვილმა მამუკა ბახტაძეს.

„მე ჩემი თანხა არასდროს გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე განაცხადა, რითაც თინა ბოკუჩავას შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, შესწირა თუ არა 2012 წელს 20 000 ლარი „ნაციონალურ მოძრაობას“.

„2012 წელს, „ქართულ ოცნებას“ რომ არ ჰქონოდა საშუალება პარტია ადეკვატურად დაეფინანსებინა, შეცვალეთ კანონი და იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება აუკრძალეთ. ამას მოჰყვა შემდეგ უკვე საბანკო საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილება. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი ფიზიკური ანგარიში იქნა გამოყენებული მხოლოდ ტექნიკურად,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები