LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ ე.წ. „ციანიდის საქმის“ მოსამართლე გამოკითხა

148

არაოფიციალური ინფორმაციით, პროკურატურამ ე.წ. „ციანიდის საქმის“ მოსამართლე, ბესიკ ბუგიანიშვილი და სხდომის მდივანი გამოკითხა. ისინი ე.წ. „ციანიდის საქმის“ დახურული სასამართლო პროცესიდან მასალების მედიაში გავრცელების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ.

პროკურატურაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. ამასთან ცნობილია, რომ პროკურატურა კიდევ რამდენიმე ადამიანის გამოკითხვასაც გეგმავს.

ცნობილია ასევე, რომ გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ საქმის პროკურორები: ჯარჯი წიკლაური, ზვიად გუბელაძე და ვლადიმერ ვექილიანი. პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების გამოკითხვაც სცადა, თუმცა მათ ჯერ საგამოძიებო უწყებაში, შემდეგ კი სასამართლოში გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. „ციანიდის საქმის“ მოწმეების ჩვენებების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები