LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ პოლიციელთა მხრიდან შესაძლო წამების საქმეზე დაწყებული გამოძიება შეწყვიტა [ვიდეო]

69

პროკურატურამ სახალხო დამცველის წინადადების საფუძველზე დაწყებული გამოძიება შეწყვიტა, რომელიც შსს-ის თანამშრომლების მიერ მოქალაქე ი.ხ.-ს შესაძლო წამების ფაქტთან დაკავშირებით იყო დაწყებული.

პროკურატურის ინფორმაციით, შსს-ს ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში წარმოებდა თაღლითობისა და ქურდობის ფაქტებზე გამოძიება, რომელშიც იმხილებოდა ი.ხ.-ს მეგობარი ზ.ჯ.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ  16 თებერვალს ი.ხ. -მ მისი მეგობრის მამხილებელი ჩენება მისცა, თუმცა, მოგვიანებით მის მიერ მიცემული ჩვენების ამსახველი ოქმის დახევა მოითხოვა, იმ მოტივით, რომ ზ.ჯ.  მისი მეგობარი იყო და სასამართლო სხდომაზე მის წინააღმდეგ ჩვენებას ვერ მისცემდა, ამავდროულად მას შესაძლოა იმ უბანში სადაც ის და ზ.ჯ. ცხოვრობდნენ შექმნოდა პრობლემა. აღნიშნულ საკითხზე პოლიციელთა მხრიდან განემარტა, რომ ოქმი ხელმოწერილი იყო, წარმოადგენდა მტკიცებულებას და მისი განადგურება ვერ მოხდებოდა, რადგან აღნიშნული წარმოადგენდა დანაშაულს.

“ხსენებული საუბრის შემდეგ ი.ხ.-ს პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელი პირები გაესაუბრნენ, რომელთაც განუმარტეს, რომ მას არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა და ზ.ჯ.-ს მხრიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემთხვევაში, მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ი.ხ. – მ მოცემულ საქმეზე პირველი გამოკითხვისას და ასევე სხვადასხვა მედიასაშუალებებით საერთოდ უარყო მის მიერ, ზ.ჯ. – ს მამხილებელი ჩვენების მიცემის ფაქტი, თუმცა მას შემდეგ რაც განხორციელდა ზ.ჯ.-ს ბრალდების საქმის გამოთხოვა და მეორე დაკითხვისას ი.ხ.-ს წარედგინა ზემოხსენებული ინფორმაციის შემცველი გამოკითხვის ოქმი, ი.ხ.-მ დაადასტურა, რომ  გამოკითხვის ოქმზე არსებული ხელმოწერა და დათქმა, რომ ინფორმაცია სწორად არის ასახული, შესრულებულია მის მიერ”,-განმარტავენ პროკურატურაში.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების მიერ გამოთხოვილ იქნა, როგორც პოლიციის განყოფილების შიდა და გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერები, ასევე განყოფილების გარშემო მდებარე შენობებზე განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელთა ანალიზის შედეგად არ დადგინდა 2017 წლის 16 თებერვალს საქართველოს შსს ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში ი.ხ.-ს მიმართ პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. (იხ. ვიდეო).

პროკურატურაში განმარტავენ, რომ საქმეზე ჩატარებული სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ი.ხ.-ს მიმართ პოლიციელთა მხრიდან რაიმე უკანონო ქმედება არ განხორციელებულა, რის გამოც მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო.

სახალხო დამცველის წინადადების მიხედვით, რომლითაც მან პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში, მოწმის სახით გამოკითხვისას, იგი გახდა  პოლიციელთა მხრიდან წამების მსხვერპლი, აიძულებდნენ დანაშაულის აღიარებას, რის გამოც სისტემატიურად აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. სახალხო დამცველის მომართვაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ი.ხ. – მ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური ზეწოლის შედეგად რამდენჯერმე დაკარგა გონება.

პოპულალურები