LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ თაღლითობისთვის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

82

მთავარმა პროკურატურამ დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა  მისი ნაცნობები დაარწმუნა, თითქოს იგი ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან და საოლქო პროკურატურის პროკურორთან. ბრალდებული დაჰპირდა ნაცნობებს, რომ პირადი კავშირების საშუალებით საპატრულო პოლიციის საჯარიმო ავტოსადგომიდან გამოიყვანდა და მათ დაუბრუნებდა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულ  ნავტომანქანებს, რის სანაცვლოდ, თაღლითური გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 6 400 აშშ დოლარისა და 4 000 ლარის ოდენობით,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სასჯელი 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები