LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურას ჰყავს არასრულწლოვანი მძევალი – მოზარდების საქმეზე დაკავებული დ.ღ-ს მამა

85

ეს არის სახელმწიფო, სადაც პროკურატურას ჰყავს მძევალი, არასრულწლოვანი, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს მამამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბრალდებულის მამა მიიჩნევს, რომ მის შვილს პატიმრობაში უკანონოდ ამყოფებენ.

“ეს არის ქვეყანა, სახელმწიფო, სადაც პროკურატურას ჰყავს მძევალი, არასრულწლოვანი. თვითონ ვერ გამოიძიეს ეს საქმე, შეცდომები დაუშვეს თუ რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ დღეს, ამ სასამართლო სხდომაზე გამოვლინდა, რომ ჩემი შვილი პროკურატურის მძევალია. ორი თვეა ჩემი შვილი დაკავებულია და რამე გააკეთეს? ვინმე არის კიდევ დაჭერილი?

რას აკეთებენ საერთოდ. დაიჭირეს ეს არასრულწლოვანი, ორი თვეა პატიმრობაში ჰყავთ და ვერ ასაბუთებენ, რატომ ჰყავთ პატიმრობაში და უარს გვეუბნებიან ყველაფერზე საერთოდ. გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას სიმართლისთვის,” – აღნიშნა ბრალდებულის მამამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები