LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორებისგან პირდაპირი წახალისებაა, რომ ბევრი დანაშაული მოხდეს – გიგა ბოკერია

90

“ამ მოწოდებით პროკურორებისგან პირდაპირი წახალისებაა, რომ ბევრი დანაშაული მოხდეს ამ ქვეყანაში და ყველას ეგონოს, რომ შანსი აქვს გამოძრომის,”- ასე შეაფასა გიგა ბოკერიამ მის მიერ დასმულ კითხვაზე პროკურორების პასუხი, რამაც საგამოძიებო კომისიაში ხმაური გამოიწვია.

გიგა ბოკერიას კითხვა არასრულწლოვან მ.კ-ს შესახებ საუბარს მოჰყვა. ოთარ კახიძე დაინტერესდა, მიიჩნევენ თუ არა პროკურორები, რომ მკვლელობის განზრახვის მქონე პირებისთვის დახმარება დანაშაულის თანამონაწილეობაზე მიუთითებს. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა გიგა ბოკერია და კითხვით პროკურორებს მიმართა – “ვუყურე როგორ დაარტყა აბესაძემ დანა, მერე მე ვურტყი მუშტები, მერე ვნახე, რომ ოთარ კახიძემ გააგრძელა დანის რტყმა და ისევ ჭიდაობა გავაგრძელე, წამიყენებდით ბრალს?”

კითხვაზე პროკურორებმა ბოკერიას უპასუხეს, რომ ამის საფუძველზე მას ბრალს არ წაუყენებდნენ. ამ პასუხის გამო კი, ბოკერიამ ისინი დანაშაულის წახალისებაში დაადანაშაულა.

გიგა ბოკერიას ბრალდებას გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე და გიგა ბოკერია სპეკულაციაში დაადანაშაულა.

“ჩვენ ახლა გადავედით პოლიტიკურ და სპეკულაციურ განცხადებებზე არასწორი კაზუისტიკის გამოყენებით,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ და კომისიის თავმჯდომარეს სერგი კაპანაძეს მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ შეფასებების გაკეთების საშუალება კომისიის ყველა წევრს აქვს.

განცხადება გააკეთა “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმა და აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიას განცხადება უპასუხისმგებლოა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები