LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორი: რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან სააკაშვილის ლიკვიდაციის საფრთხე არსებობს

98

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორი ალექსანდრ გოვორუშაკის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა სააკაშვილის ლიკვიდაცია მოახდინონ, რითით უკრაინაში არეულობის შექმნას შეუწყობენ ხელს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ამ საფრთხიდან გამომდინარე, პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთის სახით 2-თვიან შინაპატიმრობას ითხოვს.

კოსტელნაიას ქუჩა N7, ბინა 32 – ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის ახალი მისამართი უკრაინაში, თუკი მას შინა პატიმრობას მიუსჯიან.

შინაპატიმრობა უკრაინის გენერალური პროკურატურის მოთხოვნაა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი ექსპრეზიდენტს ელექტრონული სამაჯურის ტარება 2 თვის განმავლობაში მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები