LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები აღებულ ნიმუშებს უნდა შეადარონ

70

ე.წ ციანიდის საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები აღებულ ნიმუშებს უნდა შეადარონ. როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარემ ბრალდებულის ხმის, ხელნაწერებისა და „დე-ენ-ემ“-ის ნიმუშები აიღო, რომელიც საქმეში არსებულ მტკიცებულებებს დაერთვება.

ტყეშელაშვილი უარყოფს დაცვის მხარის ბრალდებას, თითქოს პროკურატურა საქმის გაჭიანურებას ცდილობს.
„ჩვენ შესულები ვიყავით შესაბამისი ნიმუშების ასაღებად, ხმის, ხელნაწერებისა და „დე-ენ-ემ“-ის ნიმუშები ავიღეთ. ვინაიდან პროცედურამ დიდხანს გასტანა, მისი დაკითხვა ვეღარ მოხერხდა. შევუთანხმდებით დაცვის მხარეს, როცა იქნება ოპტიმალური დრო და მოხდება ბრალდებულ მამალაძის დაკითხვა“, – აღნიშნა პროკურორმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები