LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

94

მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.  მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ“ აღნიშნულ პოსტზე საპროკურორო საბჭოს გოგაძის კანდიდატურა გოგაძესთან შეთანხმების გარეშე წარუდგინა.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 14 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ“ საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატად წარადგინა მთავარი პროკურორის მოქმედი მოადგილე, გიორგი გოგაძე. გიორგი გოგაძე მადლობას უხდის არასამთავრობო ორგანიზაციას გამოცხადებული ნდობისთვის, თუმცა წარდგენა მთავარი პროკურორის კანდიდატად მოხდა მასთან კონსულტაციის და შეთანხმების გარეშე. გიორგი გოგაძის სამომავლო გეგმებში არ შედის აღნიშნული თანამდებობის დაკავება და შესაბამისად, ის ხსნის საკუთარ კანდიდატურას”, – განაცხადეს პროკურატურაში.

საპროკურორო საბჭოში მთავარი პროკურორის პოსტზე დღემდე 7 განაცხადი იყო შესული, მათ შორის ამ თანამდებობაზე გიორგი გოგაძის კანდიდატურა იყო წარდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები