LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორის პოსტზე კახი კახიშვილის კანდიდატურა შესაფერისი იქნება – სოფიო კილაძე

80

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიჩნევს, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე სასჯელაღსრულების მინისტრის კახი კახიშვილის კანდიდატურა შესაფერისი იქნება. თუმცა, მისი თქმით, მთავარი პროკურორის კონკრეტულ კანდიდატურაზე მსჯელობა ჯერ არ გამართულა.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ პროკურორის კანდიდატურა ფართო შეთანხმების საკითხი უნდა იყოს და ამ პროცესში ყველა უნდა ჩაერთოს.

“ეს ისეთი ადამიანი უნდა იყოს, ვინც ყველასთვის მისაღები იქნება და რომლის მიმართაც კითხვები არ იქნება, რათა ეს პროცესები სწორად წავიდეს. კახი კახიშვილზე პირდაპირ საუბარი ჯერ არ ყოფილა, თუმცა ეს ადამიანი თავისი კვალფიკაციით, წარსულითა და მის მიერ გაკეთებული გატარებული რეფორმებით, რომელიც უპრეცედენტოა და დასავლეთთან თავს ვიწონებთ, მგონია, რომ შესაფერისი იქნება, მაგრამ ამ საკითხზე კონსულტაციები არ ყოფილა,” – განაცხადა კილაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები