LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წლისთვის გადასვლა ქვეყნის ინტერესებს უკავშირდება – ვოლსკი

42

2020 წელს კოალიციური მთავრობის შექმნა შეუძლებელია, ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

”არ არის აუცილებელი, რომ 2020 წელს არჩევნებში ”ქართულომა ოცნებამ” გაიმარჯვოს. პარტიას, რომელიც პირველ ადგილზე გავა, აქვს რეალური შანსი მაჟორიტარებიც უფრო მეტი ჰყავდეს. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მოსაზრებას, რომ ეს არის უსამართლობა. თემა, რასაც ჰქვია, რომ 2020 წელს არჩევნები ჩავატაროთ შერეული წესით და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წელს გადავიდეთ, ეს უკავშირდება არა რომელიმე პარტიის და კერძო პირის ინტერესს, არამედ ქვეყნის ინტერესს, ჰყავდეს სტაბილური მთავრობა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტი, პირველი მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში და აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები