LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროქართულმა ძალებმა სამხრეთ ოსეთში შემოაღწიეს, მათი პროვოცირებულია ეს – კოკოითი ტატუნაშვილის საქმეზე

66

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი არჩილ ტატუნაშვილის საქმეს გამოეხმაურა.

„რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილს, ეს ადამიანური ტრაგედიაა მისი ოჯახისთვის. თუ ის ასეთი დივერსანტი იყო, ყველა მტკიცებულების წარსდგენა იყო საჭირო, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს პროვოკაციაა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელსაც შორსმიმავალი შედეგები ექნება. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროვოკაციაში სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობაცაა გარეული. სხვაგვარად როგორ ავხსნათ ეს? ამ სიტუაცით საქართველომ საინფორმაციო ველზე უპირატესობა მიიღო და საერთაშორისო საზოგადოება ამის გამო რუსეთს ემუქრება. ეს ოსეთის რეპუტაციას ურტყამს, რომელიც ძალიან რთულ დროს მოვიპოვეთ. ჩვენ არასდროს მიგვიცია საბაბი, რომ ასეთ კანონსაწინააღმდეგო, არაადამიანურ ქმედებებში დავედანაშაულებინეთ. ეს ის პროქართული ძალებია, რომელთაც სამხრეთ ოსეთში შემოაღწიეს, სწორედ მათი პროვოცირებულია ეს ყველაფერი“, – განაცხადა ედუარდ კოკოითმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები