LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით თურქეთში ჯგუფი დააკავეს, რომლის 1 წევრიც საქართველოს მოქალაქეა

41

ანტალიაში, სპეცოპერაციის შედეგად, ოთხი პირი დააკავეს, რომლებიც დანაშაულებრივი გზით ქალების პროსტიტუციაში ჩაბმით იყვნენ დაკავებულნი.

ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

შესაბამისმა უწყებებმა მუშაობა დაიწყეს მიღებულ ინფორმაციაზე, რომ თურქეთში ჩაყვანილი უცხოელები პროსტიტუციაში იყვნენ ჩართულნი. ქალებს დაჰპირდნენ, რომ ისინი ფულს იშოვიდნენ. დანაშაულებრივ სქემაში ჩართული იყო ქართველი ქალი, მისი თურქი მეუღლე, თურქეთის კიდევ ერთი მოქალაქე და უკრაინელი ქალი.

აღნიშნული ჯგუფის მიერ პროსტიტუციაში ჩაბმული იყო უკრაინის ოთხი, საქართველოს ორი, ყაზახეთის ორი და მოლდოვისა და ყირგიზეთის თითო მოქალაქე.

როგორც თურქული მედია იუწყება, დაკავებული ქართველი ქალი თურქეთში, პროსტიტუციის მიზნით, 12 წლის წინ ჩავიდა, შემდეგ ცოლად გაჰყვა თურქეთის მოქალაქეს და პროსტიტუციაში სხვა ქალების ჩაბმაზე მუშაობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები