LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

42

სამართალდამცველებმა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ერთ-ერთი სასტუმროს ადმინისტრატორი,  1974 წელს დაბადებული თეა ჭ. და ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორი, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1966 წელს დაბადებული ფუჭუნ ჟ. თბილისში აიყვანეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.

სამართალდამცველებმა სასტუმროსა და სალონში მომუშავე პირები მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები