LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტი გაგრძელდება – დავით ბაქრაძე

48

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ აპირებენ „რუსთავი 2“-ის შენობასთან დგომას, რათა არავის მისცენ შენობაში ფიზიკურად შესვლის საშუალება.

კონკრეტულად, რა სახეს მიიღებს მათი პროტესტის ფორმა, ამის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ განაცხადებენ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ იმ ვითარებას, რომელიც შექმნა გუშინ დაკვეთით ჩატარებულმა სასამართლომ. არ ვაპირებთ შევეგუოთ იმ ვითარებას, როდესაც ხელისუფლება აპირებს წაიღოს თავისუფალი ტელევიზია, ამიტომ პროტესტი გაგრძელდება. კონსულტაციები გვექნება არასამთავრობო სექტორთანაც და პოლიტიკურ პარტიებთანაც. რაც მთავარია, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას პარტიის შიგნით, ვინაიდან რაც ხდება, არ არის მხოლოდ ერთი ან ორი პარტიის თემა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები