LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტი მექსიკაში – ვალუტის გაუფასურების პარალელურად, საწვავი გაძვირდა

78

ათასობით მექსიკელი დედაქალაქში ნავთობის ფასის გაზრდას აპროტესტებს. მასობრივი მანიფესტაციები ქვეყანაში უკვე რამდენიმე დღეა, გრძელდება.

მოსახლეობა  ბენზინისა დიზელის გაძვირებით უკმაყოფილოა. ხელისუფლებამ ნავთობპროდუქტებზე ფასი პირველი იანვრიდან გაზარდა. საწვავის გაძვირება კი დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე მოხდა.

პროტესტის მომდევნო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტო პროფკავშირების წარმომადგენლებს შეხვდა, რომ განეხილა, როგორ შეარბილონ რეფორმის ეფექტი.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ პრეზიდენტს, თანამდებობა დატოვოს. მანამდე მექსიკის ლიდერმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საწვავზე ფასმა მატება ნავთობის გაძვირების გამო მოიმატა.

ორი დღის წინ დემონსტრაციების დროს სულ მცირე 6 ადამიანი გარდაიცვალა, ასობით ადამიანი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები