LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PSP ჯგუფმა ბორჯომში 500 ხე დარგო

90

PSP ჯგუფმა კამპანიის “ერთად აღვადგინოთ ტყე“ ფარგლებში 500 ხე დარგო. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, PSP ერთ-ერთი პირველი შეურთდა აღნიშნულ კამპანიას.
„ჩვენი კომპანია ყოველთვის დიდი ყურადღებით ეკიდება გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ და ვსაქმიანობთ. PSP ასევე პირველი გამოეხმაურა ცელოფნის პარკების წინააღმდეგ კამპანიას და უკვე 2 წელია, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა აფთიაქში ბიოდეგრადირებადი და ქაღალდის პარკებით ვემსახურებით მომხმარებელს. წლების მანძილზე ჩვენმა თანამშრომლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს თბილისის შემოგარენის განაშენიანებაში; „სამების“ საკათედრო ტაძრის ეზოში უნიკლური ჯიშის ხეები დარგვაში. მოხარულები ვართ, რომ ბორჯომის აღდგენილ ტყეს ჩვენი 500 ხეც დაამშვენებს,“- აცხადებენ პსპ-ში.
შეგახსენებთ, ბიზნესკომანიების გაერთიანება ტყის გადასარჩენად ბიზნეს ინფორმაციის საგენტოს ინიციატივით დაიწყო და ბორჯომის ხეობაში 2008 წლის ხანძრის შედეგად დამწვარი 250 ჰა ფართობის ტყის აღდგენას ისახავს მიზნად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები