LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პსპ-მ მედიკამენტების გაცემა ელექტრონული რეცეპტით დაიწყო

148

პსპ-ს ნებისმიერ აფთიაქში მომხმარებელს ელექტრონული რეცეპტით სარგებლობა შეუძლია. სიახლე ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაინერგა და მნიშვნელოვნად ამარტივებს მომხმარებლის მიერ რეცეპტით გასაცემი მედიკამენტის შეძენის პროცესს.

“ახალი პროექტის ფარგლებში სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს იმ სააფთიაქო და სამკურნალო დაწესებულებებთან, რომელთაც უკვე გააჩნიათ შიდა ელექტრონული სისტემები და ადვილად დაუკავშირდნენ სახელმწიფოს ელექტრონული რეცეპტების სისტემას. პსპ-ს საქმიანობა მთლიანად მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული, ამიტომ ჩვენი კომპანია ერთ-ერთი პირველი ჩაერთო საერთო ელექტრონული სისტემის პროგრამაში. პსპ-ს ელექტრონული სისტემაში ჩართულობა კიდევ უფრო მარტივს ხდის მედიკამენტების შეძენის პროცესს,“- აცხადებენ პსპ-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები