LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PSP-ს საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება უპრეცედენტო პრიზებით დაიწყო

115

დღეიდან, 10 მაისიდან PSP-ს საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება დაიწყო.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, საიუბილეო გათამაშების პრიზები უპრეცედენტოა:10 წლის მანძილზე 1000 ლარიანი ხელფასი! ანუ მომდევნო 10 წლის განმავლობაში 2028 წლის ნოემბრის ჩათვლით, გამარჯვებულს ყოველ თვეში პსპ-სგან 1000 ლარიანი ხელფასი ჩაერიცხება. ასევე თამაშდება 25 000 ლარი და გარემონტებული ბინა თბილისის ცენტრალურ უბანში.

”პსპ-ს გათამაშება იუბილარია – წელს მას 10 წელი უსრულდება. პირველი გათამაშება 2008 წლის 1 ივნისს ჩატარდა. მას შემდეგ პსპ-მ 20 გათამაშება ჩაატარა და 152 ოჯახს ძვირადღირებული პრიზები გადასცა, მათ შორის 46 ახალთახალი ავტომობილი. პსპ-ს გამარჯვებულებს საქართველოს ყველა კუთხეში შეხვდებით”, – აცხადებენ კომპანიაში. 

მათივე ცნობით, ახალ გათამაშებაში ჩართვა მომხმარებელს უკვე დღეიდან შეუძლია. გათამაშების პირობები უცვლელია, პსპ-ში ყოველ 10 ლარიან შენაძენზე მომხმარებელი გათამაშების თითო ბილეთს მიიღებს. გათამაშება 4 ნოემბერს გაიმართება.

”10 წელია პსპ-ს გათამაშება ასეულობით ადამიანის სიხარულის ისტორიად იქცა. შეუერთდით პსპ-ს გამარჯვებულებს! შექმენით თქვენი სიხარულის ისტორია!”, – აცხადებენ პსპ-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები