LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუერტო-რიკოს ქარიშხალი “ირმა” უახლოვდება

80

ქარიშხალი “ირმა”  პუერტო-რიკოს უახლოვდება, რის გამოც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.ინფორმაციას  Fox News-ი ავრცელებს.

ცნობილია, რომ ქარიშხალი პუერტო-რიკოს ოთხშაბათს დაატყდება თავს . სინოპტიკოსები არც იმას გამორიცხავენ, რომ ქარიშხალმა „ირმამ“ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს მიაღწიოს და ფლორიდას დაატყდეს თავს. თუმცა, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ჯერ ნაადრევია.

როგორც პუერტო-რიკოს გუბერნატორმა, რიკარდო როსელომ განაცხადა, საგანგებო ფონდისთვის  15 მილიონი დოლარი უკვე გამოიყო .

ქარიშხალ „ირმას“ სიმძლავრე მესამე კატეგორიას აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები