LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინ, შენ პასუხს აგებ: ისლამისტები რუსეთის მუნდიალს ემუქრებიან (ფოტო)

99

ისლამურმა სახელმწიფომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის წინააღმდეგ ახალი მუქარის შემცველი პლაკატი გამოაქვეყნა. ტერორისტები ვლადიმერ პუტინს ემუქრებიან.

”პუტინ, შენ პასუხს აგებ მუსულმანების დახოცვისთვის”, – ნათქვამია პლაკატზე გაკეთებულ წარწერაში.

 

 

შეგახსენებთ, რომ ეს ”ისლამური სახელმწიფოს” მიერ გამოშვებული პირველი მუქარის შემცველი პლაკატი არ არის. უფრო ადრეულ ვერსიაში პლაკატზე ჯალათის წინ დაჩოქილი ლეო მესია გამოსახული.

 

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით რუსეთში გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები