LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი : აშშ-ს ავიადარტყმები სუვერენული სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული აგრესიაა

37

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ აშშ-ს მიერ სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმები სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოვლენილი აგრესიაა.

მისი პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ვაშინგტონის ეს ნაბიჯი რუსულ-ამერიკულ ურთიერთობაზე დარტყმაც არის.

პუტინის მოსაზრებით, ამერიკის გადაწყვეტილება საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის დასკვნით ეტაპზე გადასვლას ხელს შეუშლის.

გასულ ღამეს ამერიკულმა სამხედრო ძალებმა სირიის ავიაბაზა „შაირათზე“ გემიდან 60-მდე რაკეტა „ტომაჰავკი“ გაუშვეს.

პენტაგონის მტკიცებით, ამ ავიაბაზიდან ორშაბათს დილით სირიის ავიაციამ ქიმიური შეტევა განახორციელა იდლიბში მდებარე ქალაქ ხან-შეიხუნში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები