LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: ნატო-ს ქმედებების საპასუხოდ, რუსეთი საზღვრებთან სამხედრო ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებს

23

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ნატო-ს ქმედებების საპასუხოდ, რუსეთი საზღვრებთან სამხედრო ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებს.

კრემლის ლიდერმა ფინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ნატო სამხედრო კონტინგენტს რუსეთის საზღვართან სულ უფრო ახლოს ანთავსებს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღნიშნულ ქმედებას კი, რუსეთმა ანალოგიურად უნდა უპასუხოს.

საული ნიინისტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას, კრემლის ლიდერმა დასძინა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთთან სამხედრო ფრენების წესების განხილვაზე უარს აცხადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები