LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: სააკაშვილის ნაბიჯები “სახეში შეფურთხებაა” ქართველებისა და უკრაინელებისთვის

35

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ყოველწლიურ პრესკომფერენციაზე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და შესაბამისად, სააკაშვილზე საუბარს ბევრი დრო დაუთმო.

ვლადიმერ პუტინის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოქმედებები უკრაინაში, როგორც ადგილობრივების ისე, ქართველი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა.

“ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს, ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა.

ეს კაცი, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს – საქართველოს პრეზიდენტი იყო, ახლა დაქრის აქ და მთელი მსოფლიოს გასაგონად გაჰყვირის, რომ უკრაინელია. აღარ დარჩნენ ნამდვილი უკრაინელები უკრაიანში? და უკრაინა ამ ყველაფერს ეგუება?! ეს ყველაფერი იმდენად სამწუხაროა, რომ გული მტკივა“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, კიევისგან არ არის არანაირი სურვილი, რომ დაიწყოს რეალური ცვლილებები და პოლიტიკური პროცესები.

პუტინმა ეს საუბარი, ქსენია სობჩაკის კითხვაზე საპასუხოდ დაიწყო და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალინი მიხეილ სააკაშვილს შეადარა.

“გინდათ, რომ რუსეთში სააკაშვილები დარბოდნენ? ის ვინც თქვენ ახსენეთ, სააკაშვილია, ოღონდ რუსული წარმოშობის. და თქვენ გინდათ, რომ ასეთმა სააკაშვილმა ქვეყნის დესტაბილიზაცია მოახდინოს? თქვენ გინდათ, რომ ერთი მაიდნის შემდეგ, მეორე დაიწყოს? ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ. ყველაფრის გამეორება გინდათ? დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეს არ სურს და ეს არ მოხდება”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები