LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Q-Net-ის განმარტება, რატომ ვერ მოხვდა აფხაზეთი მათ სარეკლამო ბანერზე

423

რადიო „ფორტუნას“ მიერ გავრცელებულ ფოტოს, სადაც ასახულია, როგორ განათავსა კომპანიამ „Q-Net“ ყაზბეგის გამზირზე სარეკლამო ბანერი საქართველოს რუკით და მას „აფხაზეთი“ ჩამოაჭრა, დიდი რეზონანსი მოჰყვა ინტერნეტსივრცეში.

საგულისხმოა, რომ იგივე ბანერები კომპანიის რუსულმა საიტმა განათავსა საკუთარ გვერდზე და დააწერა: „Q-Net-ის ბილბორდები თბილისში“.

კომენტარებს, რომლებიც რუსულ საიტზე ამ ფოტოების განთავსებას მოჰყვა, კომპანიის წარმომადგენელმა, ალიკ კადიროვმა უპასუხა. მისი თქმით, მოხდა გაუგებრობა. ჩვენ მის კომენტარს გთავაზობთ, თუმცა მაინც გაუგებარი რჩება, დამუშავებისას გამოყენებული საქართველოს რეალური რუკა რატომ მოხვდა მოგვიანებით ასეთი სახით სარეკლამო ბილბორდებზე.

ალიკ კადიროვი წერს:

„ძვირფასო მკითხველებო! გაუგებრობა მოხდა და გვინდა, ნათელი შევიტანოთ ამ სიტუაციაში. დავიწყოთ იმით, რომ Q-Net პატივს სცემს საქართველოს ერთიანობას და არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებს საპირისპიროს მტკიცებას ან ამ აზრისთვის ხელშეწყობას.

სარეკლამო ბანერის დიზაინი ეს არაფერია, გარდა სურათისა, რომელიც გადმოსცემს საქართველოს ლანდშაფტის სილამაზესა და მრავალფეროვნებას, თუმცა საქართველოს რეალური რუკა, რომელიც აფხაზეთსაც მოიცავს, ჩვენ დამუშავებისას გამოვიყენეთ. ამის დასადასტურებლად ვაქვეყნებთ ორ ფოტოს. გთხოვთ, არ გამოიყენოთ უცენზურო ლექსიკა კომენტარებში“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები