LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქ პილოსის მახლობლად ზღვაში გემს ეძებენ

67

საბერძნეთის სანაპირო დაცვა ქალაქ პილოსის მახლობლად ზღვაში ეძებს გემს, რომელზეც, წინასწარი ინფორმაციით, 45 მიგრანტი იმყოფება. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო AMNA იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ერთ-ერთმა მიგრანტმა გემიდან საგანგებო სიტუაციების სამსახურში დარეკა და დახმარება ითხოვა. მან განაცხადა, რომ ძრავის მწყობრიდან გამოსვლის გამო გემს საფრთხე ემუქრება.

სამძებრო ოპერაციაში სანაპირო დაცვის გემი, თევზსაჭერი გემი და სამხედრო ავიაციის ვერტმფრენი მონაწილეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები