LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქი ამბოხებულების ბოლო ავტობუსმაც დატოვა,ჰომსს მთლიანად ასადი აკონტროლებს

89

სირიის ქალაქ ჰომსს, პირველად სირიის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, უკვე მთლიანად სამთავრობო ძალები აკონტროლებენ, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პროვინციის გუბერნატორის, ტალიალ ბარაზის თქმით, ქალაქში არ დაჩნენ მებრძოლები მას შემდეგ, რაც რუსი სამხედროების მონაწილეობით დაიდო ამბოხებულების ევაკუაციის შესახებ შეთანხმება. მათ საშუალება მისცეს, თავისუფლად დაეტოვებინათ ქალაქი.

ბარაზის ინფორმაციით, ამბოხებულებისა და მათი ოჯახის წევრების ბოლო ავტობუსმა უკვე დატოვა ქალაქი ჰომსი.

ვარაუდობენ, რომ ამბოხებულების უმეტესობა იდლიბის პროვინციაში წავლენ, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები