LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალაქი ჩვენია“ – თბილისში მიმდინარე მშენებლობების წინააღმდეგ მოძრაობა შეიქმნა

92

მთაწმინდის ფერდზე, შატბერაშვილის და კეკელიძის ქუჩების მიმდებარედ, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და მოქალაქეები აპროტესტებენ. აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს.

მათი განცხადებით, მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, სპეციალური პეტიცია შეიქმნა, რომლითაც ქალაქის მერს მოუწოდებენ მშენებლობა შეწყვიტოს.

გარდა ამისა, შეიქმნა მოძრაობა „ქალაქი ჩვენია,“ სადაც გაერთიანებული იქნება ყველა ის ადამიანი, ვინც ქალაქში მიმდინარე მშენებლობებს ეწინააღმდეგება. მოძრაობაში გაწევრიანება ყველა მსურველს შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები