LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალბატონები, რომლებიც შვილებს წარმატებული კარიერის შემდეგ აჩენენ, დიდხანს ცოცხლობენ

77

კარიერის აწყობის შემდეგ ბავშვის გაჩენა, ქალის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა ათასობით მოხალისეს პირადი საქმე შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ის ქალბატონები, რომლებმაც შვილი ზრდასრულ, ბევრად უფრო გააზრებულ ასაკში გააჩინეს, როგორც წესი, თანატოლებთან შედარებით უფრო დიდხანსაც ცოცხლობდნენ.

ამ ფენომენს ფსიქოლოგები ორი მიზეზით ხსნიან. პირველი ის, რომ შედარებით ასაკოვან დედას ცხოვრებისეული მოთხოვნილება აქვს, რომ შვილი ფეხზე დააყენოს, შესაბამისად ბიოლოგიური საათით უფრო ხანგრძლივ ცხოვრებაზეა მორგებული. გარდა ამისა, კარიერისტი ქალბატონები შრომას არიან მიჩვეულნი, შრომა და ფიზიკური აქტივობა კი, როგორც ცნობილია, სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები