LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალები ჰოლივუდში: პირველი ოფიციალური ღონისძიება ვაინშტაინის სკანდალის შემდეგ

349

ჰოლივუდში ყოველწლიური პრემია Elle Women in Hollywood გაიმართა, რომელზეც ბუნებრივია, თანამედროვე შოუბიზნესის ყველა მკაფიო ვარსკვლავი გამოცხადდა. პრემიის წესების თანახმად, მასზე კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის ცნობილი მსახიობი ქალები ჯილდოვდნენ.

საღამოს ყველაზე მკაფიო სტუმრები ჯენიფერ ლოურენსი და მარგო რობი იყვნენ, რომლებმაც სილამაზით გარშემომყოფები დაჩრდილეს. მსახიობებმა პოპულარობა სულ რამდენიმე წლის წინ მოიპოვეს და დღეს უკვე ყველა წამყვანი პრესტიჟული ღონისძიების საპატიო სტუმრები არიან.

საღამოსთვის ორივე მათგანმა გრძელი შავი კაბა შეარჩია, თუმცა მარგომ უპირატესობა შედარებით ბუნებრივ მაკიაჟს მიანიჭა, ლოურენსმა კი აქცენტი თვალებზე გააკეთა და ის მკვეთრი მაკიაჟით გამოყო.

არანაკლებ მიმზიდველად გამოიყურებოდა სინდი კროუფორდი, რომელიც თავის 51 წლის ასაკშიც კი იდეალურ ფორმაშია და ამას ყოველ ჯერზე ამტკიცებს.

საღამოზე გამოცხადდა რიზ უიზერსპუნი ქალიშვილთან ერთად, რომელიც ცნობილ დედას ფიზიკურად ძალიან ჰგავს. გარშემომყოფებმა ასევე აღნიშნეს, რომ ისინი დებს უფრო ჰგვანან, ვიდრე დედა-შვილს.

ცნობილი მსახიობები საღამოზე სიტყვითაც გამოვიდნენ და ჰარვი ვაინშტაინის შესახებ ისაუბრეს. ქალების მიმართ ყოველგვარი ძალადობა მათ კიდევ ერთხელ მკაცრად დაგმეს.

პოპულალურები