LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქალების ბრძოლა იწყება“ – დღეს თბილისსა და ბათუმში ქალთა მიმართ ძალადობას გააპროტესტებენ

84

“ქალების ბრძოლა იწყება“ – ამ  სლოგანით დღეს თბილისსა და ბათუმში აქციების გამართვაა დაანონსებული, სადაც ქალთა მიმართ ძალადობას გააპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს იქნება ერთგვარი პასუხი სოციალურ ქსელში თათია დოლიძის მიმართ გავრცელებულ მუქარის შემცველ კომენტარებზე, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

ორგანიზატორების განცხადებით, ისინი გაჩერებას არ აპირებენ და ჩაგვრისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ.

„ქალთა სოლიდარობის მარში“ რკინიგზელთა კულტურის სახლთან  7 საათზე დაიწყება. მანამდე კი არასამთავრობო ორგანიზაციები პრესკონფერენციას გამართავენ.

19 მაისს მარჯანიშვილზე ე.წ.  “ქართული მარშის” საწინააღმდეგო აქციის მოწყობა სამმა ჯგუფმა დაანონსა. “საფარის” გარდა, აქციას აწყობს პარტია “ევროპული საქართველო” და მოქალაქეების ჯგუფი.

ასევე დაანონსებულია აქციის გამართვა ბათუმში, რასაც  ბათუმელების მხრიდან არაერთგავროვანი რეაქცია მოჰყვა. სოციალურ ქსელებში გაჩნდა პოსტები, რომ აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდნენ  რეაგირებას იმაზე, რომ ქვეყანაში ადამიანები სოციალურად დაუცველები არიან და პირველ რიგში ამით ილახება მათი უფლებები.