LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალების ე.წ. წინადაცვეთა სპეციალური მუხლით დაისჯება

46

ქალების ე.წ. წინადაცვეთა სპეციალური მუხლით დაისჯება, ამის შესახებ თეა წულუკიანმა მე-9 მოწვევის პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.

„სტამბოლის კონვენციას მალე წარმოგიდგენთ რატიფიკაციისათვის, რომელიც თქვენ ყველამ იცით − ეს არის ძალიან სქელი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. 20-მდე კანონი შეიცვლება და, არსებული რეალობიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის წინ ჩვენ მასში ჩავამატეთ ქალების გენიტალიების დამახინჯების მუხლი, რომელიც კრიმინალიზებული უნდა იყოს სწორედ სპეციალური მუხლით“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები