LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალების მკვლელობების გამოძიებას სახალხო დამცველი მიადევნებს თვალყურს

183

სახალხო დამცველის ინსტიტუტი  გენდერული ნიშინით ქალების მკვლელობას და/ან თვითმკვლელობამდე მიყვანის ყველა შემთხვევას გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს.

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ქალა მკვლელობების მასშტაბები კვლავ შემაშფოთებელია. 2016 წელს 21 შემთხვევა დაფიქსირდა, მიმდინარე წელს კი  მსგავსი ნიშნით 4 მკვლელობაა მომხდარი.

სახალხო დამცველის აპარატი მისთვის კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში  სასამართლო გადაწყვეტილებების დეტალურ ანალიზს განახორციელებს, რათა შეფასდეს ფემიციდის რეალური მასშტაბები, გამოყენებული დაცვისა და პრევენციის ღონისძიებები და სფეროში არსებული ხარვეზები.

გარდა ამისა, შეისწავლიან სამართალდამცავ უწყებებში მიმდინარე გამოძიებებისა და სისხლის საართლებრივი დევნის შესახებ არსებულ ინფორმაციასა და სტატისტიკურ მონაცემებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები