LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალების სამხედრო სამსახურში წასვლა ბევრ პრობლემას წარმოქმნის

642

იმ საკითხს, რომელიც ქალებისთვის სამხედრო სამსახურში შესაძლო სავალდებულო გაწვევას ეხება, სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორი არ ეთანხმება. ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, მიუხედავდ იმისა, რომ ქართული არმია გენდერული თანასწორობის მხრივ დღესდღეობით, ერთ-ერთი პირველია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნული ინიციატივის ამოქმედების აუცილებლობა არ არსებობს, რადგან ის ხარჯებთანაა დაკავშირებული.

”მანდილოსნებისთვის სავალდებული სამხედრო სამსახური ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული და თან, ამის აუცილებლობაც არ არის. თუ ქალი მოხვდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში, მას ყაზარმაში ცალკე გამოყოფილი ადგილი, ასევე ცალკე განთავსებული სველი წერტილები და სხვადასხვა საშუალებები დასჭირდება. თუ მაინდამაინც მოუნდებათ ქალბატონებს შეიარაღებულ ძალებში მუშაობა, ამის გაკეთება ნებაყოფლობით, კონტრაქტის საფუძველზე შეუძლიათ და ასეთი დღეისათვის ბევრი არსებობს”, – აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.

ალდაშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის, სამხედრო სამსახურში გაცილებით მნივნელოვანი ამოცანებია გადასაწყვეტი.

თავდაცვის სამინისტრო ამ თემასთან დაკავშირებით პოზიციას მხოლოდ იმ შემთხვევაში დააფიქსირებს, თუ აღნიშნული ინიციატივა კანონპროექტად დარეგისტრირდება და პარლამენტი მას მხარს დაუჭერს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე ამბობს, რომ ეს თემა საკმაოდ მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. მისი თქმით, პრეზიდენტს არაერთხელ აქვს გამოხატული მხარდაჭერა საჯარო სივრცეში მომუშავე ქალბატონების მიმართ. დოლიძის განცხადებით, კონკრეტულად ამ თემას სერიოზული დაფიქრება და მსჯელობა სჭირდება და პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეტალურ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა რამდენიმე დღის წინ შევიდა. ინიციატორი ითხოვს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლა ქალებისთვისაც სავალდებულო უნდა გახდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები