LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოგზაურობა მამაკაცების გარეშე ეკრძალებათ

65

60 წლამდე ქალებს, რომლების აღმოსავლეთ ლიბიაში ცხოვრობენ,  მარტო მოგზაურობა ეკრძალებათ, ინფორმაციას „ინდეფენდენთი“ ავრცელებს.

გადაწყვეტილება გასულ კვირას სამხედრო მმართველმა აბდელ-რაზეკ ალ-ნადჰოურიმ მიიღო. მისი განცხადებით, 60 წლამდე ქალებმა საზღვარგარეთ მამაკაცთან ერთად უნდა იმოგზაუროს. მიზეზად კი არა რელიგიური, არამედ – ეროვნული უსაფრთხოების საკითხები დაასახელა.

ნადჰოურის მტკიცებით, ქალებს, რომლებიც საზღვარგარეთ სამსახურეობრივი მოვალეობის გამო მიდიან და ამბობენ, რომ წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოებრივ ჯგუფებს, ხშირ შემთხვევაში, სხვა ქვეყნების სადაზვერვერვო სამსახურები იყენებენ.

გადაწყვეტილება შეეხება ყველა მგზავრს, რომელიც ქვეყანას დატოვებს, როგორც საჰაერო, ასევე – საზღვაო ტრანსპორტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები