LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალებს უნდა ვასწავლოთ, როგორ არ უნდა აღმოჩნდნენ ძალადობის მაპროვოცირებელი – რამაზ საყვარელიძე

106

ფსიქოლოგი, რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მსხვერპლი ძალადობის პროვოცირებას ხშირად ახდენს.მისი თქმით, ამას კვლევებიც მოწმობს და აღნიშნავს, რომ მსხვერპლი ყოველთვის სწორი არ არის. პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ ქალებს უნდა ვასწავლოთ, როგორ არ უნდა აღმოჩნდნენ ძალადობის მაპროვოცირებელი. ამასთან, ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ზოგადად, მამაკაცი ძალადობისკენ უფრო მეტად არის მიდრეკილი და ამ თვალსაზრისით, უფრო მეტი სამუშაო მამაკაცთან არის.

ბოლო დროს ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის შემთხვევებზე საუბრისას საყვარელიძემ ისიც აღნიშნა, რომ  ხშირად, კულტურული ნორმები მდიდარ ადამიანებში უფრო ადვილად არის უგულებელყოფილი, ვიდრე დაბალ ფენაში და ლაპარაკი იმაზე, რომ დაბალი სოციალური ფენა ძალადობას ხელს უწყობს, არასწორია.

„ეს ფაქტორიც არსებობს, როცა წინააღმდეგობის, ხასიათის, განწყობილების ცვალებადობის გამო, შესაძლოა, ძალადობის პროვოცირება თვითონ ქალმა მოახდინოს. კვლევები მოწმობს, რომ მსხვერპლი ძალადობის პროვოცირებას ხშირად ახდენს. ეს მენტორული საკითხი არ არის, რომ ვინც მოძალადეა, ცუდია, ხოლო ვინც მსხვერპლია, ყოველთვის სწორია. საკითხი მთლიანობაშიაშესასწავლიც და მოსაგვარებელიც. ამა თუ იმ რთულ სიტუაციაში ურთიერთობა ყველამ უნდა იცოდეს“, – განაცხადა საყვარელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები