LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალებზე ძალადობის სკანდალში გახვეულმა პაპუნა უგრეხელიძემ, სავარაუდოდ, თანამდებობა დატოვა

119

ქალებზე ძალადობის სკანდალში გახვეულმა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ,  პაპუნა უგრეხელიძემ, სავარაუდოდ, თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ  ინფორმაცია მედიაში ვრცელდება, თუმცა, უწყებაში მედიასთან კომენტარს არავინ აკეთებს. შესაბამისად,  ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან სექსუალური შევიწროვების ფაქტი ომბუდსმენის აპარატმა 2017 წლის გაზაფხულზე შეისწავლა და დისკრიმინაცია დაადგინა.

ამ დრომდე ამ ფაქტის შესახებ ცნობილი არ იყო, თავად დოკუმენტი კი გასაიდუმლოებულია.  საზოგადოებისთვის ცნობილი კი მას შემდეგ გახდა, რაც მსხვერპლმა  მედიასთან საუბარი გადაწყვიტა.

ქალმა, რომელმაც განცხადებით მიმართა ომბუდსმენის ოფისს, მიმართვის დროს საჯარო რეესტრში უკვე აღარ მუშაობდა და მისივე განმარტებით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სამსახური დატოვა, სწორედ სექსუალური შევიწროვება იყო.  მისივე ინფორმაციით, ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო იუსტიციის მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც და რამდენიმე პარლამენტარიც. ომბუდსმენის ოფისი ფაქტს ადასტურებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები