LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი, მამაკაცი და 7 წლის ბავშვი – თურქეთში სამი ქართველი გარდაცვლილი იპოვეს

91

თურქეთში, შირნაკის პროვინციაში, სამართალდამცველებმა ერთ- ერთ საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თარგმანს “რუსთავი 2” აქვეყნებს, სამივე ქალი ქართველია და მათ ყელი აქვთ გამოჭრილი.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს, თურქული მედია. საინფორმაციო სააგენტო DHA-ს ცნობით პოლიციამ ბინაში ქალის, მამაკაცის და 7 წლის ბავშვის ცხედრები იპოვა, სიკვდილის ერთ ერთ მიზეზად კი მხუთავი აირით გაგუდვა სახელდება.

როგორც თურქმა სამართალდამცველებმა ჟურნალისტებს განუცხადეს სამივე ქართველია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები