LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი პოლიტიკოსები უფრო იოლად ხვდებიან თავდასხმის ქვეშ, ვიდრე მამაკაცები – ეკა ბესელია

126

„ქალი პოლიტიკოსები უფრო იოლად ხვდებიან თავდასხმის ქვეშ, ვიდრე გაცილებით უფრო სერიოზული არგუმენტების არსებობის შემთხვევაში, მამაკაცი პოლიტიკოსები,“ – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომელიც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მხრიდან თეა წულუკიანის კრიტიკას ეხებოდა.

„რომ ვაკვირდები, რა სახეს იღებს პერსონალური შეტევა, მგონია,  ქალი პოლიტიკოსები უფრო იოლად ხვდებიან თავდასხმის ქვეშ, ვიდრე გაცილებით უფრო სერიოზული არგუმენტების არსებობის შემთხვევაში, მამაკაცი პოლიტიკოსები. არ მიყვარს ასეთი ხაზგასმა, მაგრამ ბოლო პერიოდში ასეთი განცდა გამიჩნდა.  ეს ჩემში პროტესტის გრძნობას იწვევს,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები