LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი, რომელიც ოთახში ბავშვების გამოსაყვანად შევარდა, მათი დედაა – რა მოხდა “ბიბისის” ეთერში

103

„ბიბისის“ ეთერში მომხდარი კურიოზი ჯერ კიდევ მედიის ყურადღების ცენტრშია. პირდაპირ ეთერში პროფესორი რობერტ კელი „სკაიპით“ სახლიდან ერთვებოდა, როდესაც ოთახში მისი მცირეწლოვანი შვილები შეიჭრნენ. ქალი კი, რომელიც ბავშვების გამოსაყვანად ოთახში შევიდა, არა ძიძა, არამედ – პროფესორის ცოლი აღმოჩნდა. კორეელი ჯუნგ ა-კიმი იოგის მწვრთნელია.
„დეილი მეილთან“ ინტერვიუში რობერტ კელის დედამ განაცხადა, რომ ბავშვებს ხშირად ურეკავს სკაიპით და მათ ამჯერადაც იფიქრეს, რომ მამა ბებიას ესაუბრებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები