LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალის ექვსი ტიპი, რომელზეც მამაკაცები ჭკუას კარგავენ

1011

ქალის უნიკალური და განუმეორებელი სილამაზის ახსნას ბევრი მამაკაცი შეეცადა, თუმცა არავის გამოუვიდა და ქალბატონები მხოლოდ სხვადსხვა კატეგორიებში გადაანაწილა. საინტერესოა, ყველაზე მატად რა ტიპის ქალები იზიდავენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს.

„სუფთა ფურცელი“ – ჩვეულებრივ, ამ ტიპის ქალბატონებს ფერმკთალი კანი, თხელი ნაკვთები და ნუშისებრი თვალები აქვთ, შესაბამისი მაკიაჟის, ვარცხნილობისა და ტანსაცმლის წყალობით კი, სწრფად იცვლიან იერს და სწორედ ამიტომ ადარებენ მათ სუფთა ფურცელს. მამაკაცებს, ვისაც ასეთი ქალბატონები მოსწონთ, მრავალფეროვნება უყვართ და ბედნიერები არიან, როცა მათი რჩეული გარეგნულად იცვლება, თუმცა არ ღალატობს საკუთარ თავს.

„პატარა გოგონა“ – ქალბატონებს, რომელთაც სამოდელო ინდუსტრიაში  baby face-ს უწოდებენ, ჩვეულებრივ სავსე ლოყები, აკურატული ცხვირი და ბავშვური თვალები აქვთ, ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურებიან და 30 წლის ასაკშიც 16 წლის გოგონებს ჰგვანან. მამაკაცები, რომლებიც ამ ტიპის ქალბატონებს ირჩევენ, არა მხოლოდ გარეგნულ უშუალობას, არამედ მათ მსუბუქ ხასიათსაც აფასებენ.

„საბედისწერო ქალი“ – ამ კატეგორიის ქალბატონებს მაღალი ღაწვები, თხელი ნაკვთები და მახვილი მზერა აქვთ, ყოველთვის თამამები არიან და ხშირად რისკავენ გაუმართლებლად. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს განსაკუთრებით მოსწონთ ასეთი ქალები, რადგან მათგან ელიან „ემოციურ ქარიშხალს“ და იმედი აქვთ, რომ სწორედ ისინი შეძლებენ მათი ცხოვრების გამრავალფეროვნებას.

„ქალი ნაკლით“ – მართალია, ამგვარი ქალბატონების გარეგნობა ვერ თავსდება სილამაზის კლასიკურ ჩარჩოებში, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად მიმზიდველები არიან. მეტიც, ცხვირის უცნაური ფორმა, ფართოდ ჩასმული თვალები და დაშორება კბილებს შორის მათ მხოლოდ მომხიბვლელობას მატებს, არასტანდარტული სილამაზის მოყვარული მამაკაცები კი, პირველ რიგში რჩეულის ინდივიდუალურობას და უნიკალურობას ეთაყვანებიან.

„მებრძოლი ქალი“ – ქალებს სახის უხეში ნაკვთებით და მახვილი მზერით, ჩვეულებრივ ძლიერი და ამბიციური მამაკაცები ირჩევენ, რომელთაც გრანდიოზული გეგმები აქვთ და ცხოვრების თანამგზავრშიც პირველ რიგში მოკავშირეს ეძებენ.

„რბილი ხასიათი“ – მრგვალი, სავსე სახის ქალბატონების ჩვეულებრივ რბილი, დამთმობი და გულისხმიერები არიან. სწორედ ამ თვისებებს ეძებს მამაკაცი პარტნიორში, რომელსაც მსუქანი ტუჩები, მრგვალი თვალები და ბავშვური ღიმილი აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები