LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა მშობიარობამდე 1 საათით ადრე შეიტყო, რომ ორსულად იყო

70

ამერიკელმა სტეფანი ჯეგერსმა საკუთარი ორსულობის შესახებ მშობიარობამდე 1 საათით ადრე შეიტყო. „სიენენის“ ინფორმაციით, ქალი კლინიკაში ძლიერი ტკივილის გამო მივიდა, ჯეგერსი ფიქრობდა, რომ უსიამოვნო შეგრძნება თირკმელებში კენჭებმა გამოიწვია.

ექიმმა სტეფანი გასინჯა და განუცხადა, რომ ორსულობის მეცხრე თვეში იმყოფებოდა და საცაა, მშობიარობა დაეწყებოდა.

ჯეგერსები გაოგნებულები დარჩნენ, რომ ორსულობა მთელი 40 კვირის მანძილზე გამოეპარათ. აღმოჩნდა, ამ დროის განმავლობაში სტეფანიმ რენგტენიც კი გადაიღო. საბედნიეროდ, ორსულისთვის შეუფერებელი ცხოვრების წესი ბავშვზე არ აისახა – ახალშობილი ბიჭი, სახელად შონი, სრულიად ჯანმრთელია. ეს წყვილის მეოთხე შვილია.

ცოლ-ქმარი ახადებს, რომ სტეფანის ორსულობის არცერთი სიმპრომი არ ჰქონდა. თანაც, დაახლოებით 1 წლის წინ ექიმმა ჯეგერსს განუცხადა, რომ პრემენოპაუზა ჰქონდა და ბავშვს ვეღარასოდეს გააჩენდა. ამასთან, ყველაზე უცნაური ის არის, რომ სტეფანი მხოლოდ შებერილობას გრძნობდა და მუცელიც ზომაში დიდად არ გაზრდილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები