LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა საკუთარი ორსულობის შესახებ მშობიარობამდე ერთი საათით ადრე შეიტყო

47

აშშ-ში, მასაჩუსეტსში მცხოვრებმა ქალმა საკუთარი ორსულობის შესახებ მშობიარობამდე 1 საათით ადრე შეიტყო. 47 წლის ჯუდი ბრაუნი მისთვის მოულოდნელად პირველი შვილის დედა გახდა.

ჯუდი კლინიკაში მუცლის ძლიერი ტკივილით მივიდა, იგი ფიქრობდა, რომ საშარდე გზებში კენჭის გავლა ჰქონდა, თუმცა კენჭის ნაცვლად მუცელში ბავშვი აღმოაჩნდა.

მომავალი დედისთვის ეს ინფორმაცია იმდენად ამაღელვებელი აღმოჩნდა, რომ ჭინთვები დაეწყო და სულ მალე ჯანმრთელი გოგონა გააჩინა.

ასე რომ ჯუდის ქმარმა, ჯეისონ ბრაუნმა ისე შეიტყო საკუთარი მამობის შესახებ, რომ არ ცოდნია ცოლის ორსულობა. ახალდაბადებულს ბედნიერმა მშობლებმა კეროლინ როუზი დაარქვეს, ორივე ბებიის საპატივსაცემოდ. ბავშვი წყვილისთვის პირველი და დიდი ხნის ნანატრი შვილია. ისინი 22 წელი ცდილობდნენ, მშობლები გამხდარიყვნენ და სრულიად მოულოდნელად, მაშინ გაუჩნდათ შვილი, როდესაც ორსულობის შესახებაც არაფერი იცოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები