LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალთა მარშს სოლიდარობას საქართველოშიც გამოუცხადებენ

40

ქალთა მარშს სოლიდარობას საქართველოშიც გამოუცხადებენ. აქცია 14:00 საათზე ფილარმონიასთან დაიწყება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, სექსიზმისა და დაყოფის რიტორიკამ აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის დროს მათი შეშფოთება გამოიწვია. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ვიდრე მსგავსი რიტორიკა მსოფლიო პოლიტიკისათვის არ არის ახალი, სავსებით შესაძლებელია, რომ 20 იანვარს მას გაუჩნდეს ძლიერი ახალი პლატფორმა.
აქცია ვაშინგტონსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი.

“ვიკრიბებით 21 იანვარს, 14:00 საათზე თბილისის ფილარმონიასთან, როგორც მსოფლიოსა და საქართველოს შეშფოთებული მოქალაქეები, რათა დავიცვათ ქალთა და საერთოდ ადამიანთა უფლებები ტრამპის ადმინისტრაციის პირველივე დღიდან.
ჩვენ ვართ არაფორმალური, არაპარტიზანული სახალხო მოძრაობა, რომლებიც ვიკრიბებით თანასწორობის, განსხვავებული აზრისთვის და სამართლიანობისათვის. ჩვენ ერთად ვიკრიბებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქალთა უფლებებს და თანაბარ უფლებებს ყველგან და აღვუდგეთ შიშის პოლიტიკას, არატოლერანტულობასა და ქალთა სიძულვილს”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები