LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალურობის ახალი ხედვა Givenchy-სგან – 2018 წლის L’INTERDIT უკვე თბილისშია

1456

გადაკვეთე ზღვარი და აღმოაჩინე ამაღელვებელი გრძნობა – Givenchy-მ ახალი სუნამო წარადგინა, რომლის შეძენაც ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლია პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ Voulez-Vous-ში.

პარფიუმერული კომპანიის ინფორმაციით, სუნამოს სახელწოდებაა L’INTERDIT. ის Givenchy-ს პირველი თამამი არომატი იყო და ჯერ კიდევ 1957 წელს შეიქმნა. 2018 წელს კი გამოვიდა L’INTERDIT-ის ახალი, უშიშარი და კლასიკური სურნელი.

”Givenchy იწვევს ქალბატონებს, რომ თამამად შეაბიჯონ პირობითობის მიღმა არსებულ სივრცეში. ამასთან, გაეხვიონ თავისუფლებასა და აკრძალულ შეგრძნებებში. L’Interdit- ეს არის არომატი, რომელიც შეგვახსენებს, რომ ხანდახან სითამამე თავისუფლებისკენ მიმავალი გასაღებია. და იმის მიღმა, რაც ჩვენ გვაკავებს, ბევრი მღელვარებით სავსე შეგრძნებებია”, – აცხადებენ Voulez-Vous-ში.

მათივე ცნობით, L’Interdit-ის ახალი სურნელი ეს არის, ჯადოსნური, უშიშარი სურნელი და ქალურობის ახალი ხედვა.

რაც შეეხება ახალი არომატის შემადგენლობას – ის თეთრი ყვავილისა და შავი აკორდის აკრძალული ნაზავია. ”დომინიკ რუპიონის, ანნა ფლიპოს და ფანი ბალის მიერ შექმნილი L’Interdit ათავისუფლებს ფორთოხლის ყვავილის, ჟასმინისა და ტუბეროზას თეთრ ყვავილოვან თაიგულს. ამის საპირისპიროდ, მიწის მსგავსი შავი ტონები წარმოიშობა ვეტივერისა და ფაჩულის ნოტებისგან”, – განმარტავენ პარფიუმერულ კომპანიაში.

რაც შეეხება სუნამოს ფლაკონს, როგორც Voulez-Vous-ში აცხადებენ, ის სიმარტივისა და დახვეწილობის სრულყოფაა. ფლაკონის დიზაინი 2018 წელს შეიქმნა – 1957 წლის ორიგინალური ფლაკონის საპატივცემულოდ. ერთი შეხედვით მარტივ, ძალზედ ქალურ და რბილ ფლაკონს ამშვენებს ელეგანტური გამოკვეთილი ბეჭედი, 4G ლოგოთი და კონტრასტული ბანტით.

კოლოფი, რა თქმა უნდა, შავ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი, თამამი, სუფთა და მარტივი. ხოლო შიდა მხარე წითელია, რომელზეც დატანილია უბერ დე ჟივენშის ხელწერა.

ახალი Eau De Parfum წარმოდგენილია 35 მლ, 50 მლ და 80 მლ მოცულობის ფლაკონებში.

L’Interdit – კატალიზატორის მსგავსი მოქმედება აქვს, იმ კარის გასაღებია, რომელიც თავისუფლებას გვპირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები