LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარის ელექტროსადგური იყიდება

166

ქართლის ქარის ელექტროსადგური აუქციონზე გასაყიდად, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულში გამოვა. ქარის ელექტროსადგურის გასაყიდი ფასი დაქირავებულმა აუდიტორიულმა კომპანიამ დაადგინა, თუმცა, ჯერჯერობით ობიექტის ღირებულება სახელდება.

ქარის ელექტროსადურის ღირებულება აუქციონის პირობებთან ერთად მთავრობაშია გადაგზავნილი და დამტკიცებას ელოდება.

შეგახსენებთ, საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური „ქართლი“ 2016 წლის შემოდგომიდან ფუნქციონირებს. ის გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. პროექტი საქართველოს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის” და ”საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის” შვილობილმა კომპანია შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ განახორციელა. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია. ელექტროსადგური გარკვეული პერიოდი სატესტო რეჟიმში მუშაობდა, 2017 წლის 27 იანვრიდან კი მოიხსნა სატესტო რეჟიმიდან და კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები